სამშ, Dec 10 01:06
TBILISI WEATHER
news
17
Oct
ერთი წლის იუბილე

14 ოქტომბერს, „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისმა“ 1 წლის იუბილე აღნიშნა.  ზუსტად 1 წლის წინ, სასტუმროს კარები ოფიციალურად გაიღო სტუმრებისთვის და დღეს უკვე, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო დიდი წარმატებით პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე. ამ ხნის განმავლობაში ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი  მრავალ ღონისძიებას მასპინძლობდა, როგორც ბიზნესის მიმართულებით, ასევე ქოწილების, კორპორაციული შეხვედრების, გამოფენებისა და სხვა განსხვავებული განხრით. 1 წლის განმავლობაში სასტუმრო გახდა მოთხოვნადი სივრცე MICE ჯგუფებისთვის, დელეგაციებისთვის, სპორტული ფედერაციებისთვის და სამთავრობო სტრუქტურებისთვის. სასტუმრო ასევე დასახელდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სივრცე მასშტაბური ქორწილების აღსანიშნად.

სწორედ ამ წარმატებების და წინსვლის გასაზიარებლად, „ჰოთელს & პრეფერენსის“ ბოლრუმში უამრავმა სტუმარმა მოიყარა თავი. ოფიციალურ ვახშამზე სტუმრებს უგემრიელესი კერძებით გავუმასპინძლდით, შევთავაზეთ საინტერესო გასართობი პროგრამა, გავათამაშეთ მრავალი საინტერესო პრიზი და დავასაჩუქრეთ ჩვენი ერთგული პარტნიორები. ღონისძიება სადღესასწაულო ფოერვერკით დასრულდა.

ViewVideo