გაიზიარე ტრადიციებისა და გემოვნების სამყარო!
საერთაშორისო სასტუმროთა ქსელი „ჰოთელს & პრეფერენსი“ 2000 წელს საფრანგეთში დაარსდა. ფრანგული ბრენდი დღეს უკვე მსოფლიოს 20 მნიშვნელოვან წერტილში 150 სასტუმროთი არის წარმოდგენილი და უმეტესწილად 5 და 4 ვარსკვლავებით შემოიფარგლება. 14 წლიანი გამოცდილების მანძილზე „ჰოთელს & პრეფერენსი“ გამორჩეული სერვისითა და ღირებულებებით პრემიუმ სასტუმროს ქსელთა ტოპ ხუთეულში აქტიურად პოზიციონირებს.
„ჰოთელს & პრეფერენსის” მთავარი ღირებულებები სწორედ ფრანგული ფასეულობებიდან გამომდინარეობს:
F = Friendly (მეგობრული)
R = Romantic (რომანტიული)
A = Attractive (მომხიბვლელი)
N = Noble ( კეთილშობილური)
C = Comfort (კომფორტული)
E = Elegant (ელეგანტური)
„ჰოთელს & პრეფერენსი“ სასტუმროს 6 ძირითად კატეგორიად იყოფა, რომელიც იდეალურ გარემოს უქმნის რომატიული თავგადასავლების, ოჯახური დასვენებისა, თუ ბიზნეს ტურიზმის მაძიებლებს. „ჰოთელს & პრეფერენსი“ ყველაზე პრეტენზიული სტუმრის მოთხოვნებსაც კი აკმაყოფილებს.
PALACE - საერთაშორისოდაღიარებული, ლაქშერი სასტუმრო
LUXURY - პრემიუმ კლასის სასტუმრო გამორჩეული გარემოთი
BUSINESS - მდიდრული სასტუმრო ბიზნეს ტურისტებისთვის და არამხოლოდ
BOUTIQUE - ბუტიკი სასტუმრო საუცხოო სტილითა და დიზაინით
RESORTS - პრესტიჟული, საკურორტო სასტუმრო მათთვის, ვისაც სურს დასვენება და გართობა ოჯახთან, თუ მეგობრებთან ერთად
DEMEURE - მყუდრო სასტუმრო კომფორტული და მშვიდი გარემოთი
„ჰოთელს & პრეფერენსის“ უმთავრესი მიზანია მნიშვნელოვნად გაზარდოს ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობა კორპორაციული, MICE და გართობა/დასვენების მიმართულებით.