ორშ, Oct 14 23:14
TBILISI WEATHER
ოთახები
ქლაბ სტანდარტი

ქლაბ სტანდარტ ნომრის არჩევა სტუმრებს პრივილეგიას ანიჭებს ისარგებლონ განსაკუთრებული სერვისებით კლუბში „პრეფერენსი“. ჩაი, საღამოს კოქტეილი, ხილის ასორტი, უგემრიელესი საუზმე, ჟურნალ-გაზეთები და სხვა გამორჩეული მომსახურება სწორედ კლუბის წევრებისთვის იქნება განკუთვნილი. მე-9 სართულზე მდებარე  38 ქლაბ სტანდარტ ოთახი დედაქალაქის ურბანულ ხედს გადაჰყურებს.

ნომრის მახასიათებლები: ჰიგიენის საშუალებები, საბანაო ხალათი, აივანი, აბაზანა, სამუშაო მაგიდა, უფასო კაბელური და უკაბელო ინტერნეტი, 48 ინჩიანი, ბრტყელეკრანიანი LCD ტელევიზორი, კვამლის დეტექტორები და სიგნალიზაცია, ფეხსაცმლის წმენდის სერვისი, უთო და საუთაო მაგიდა, შიდა ტელეფონი, გაზეთები, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ლეიბი, ბალიშების ფართო არჩევანი, ინდივიდუალური კლიმატ კონტროლი, სეიფი, მინიბარი, თმის საშრობი, ქოლგა.